вторник, 22 июня 2010 г.

პროექტი


გვიყვარდეს წიგნი

მიზანი: დავუბრუნოთ ბავშვები წიგნებს!

ვინაიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ბავშვები მთლიანად მოსწყვიტა წიგნს , შევეცდები დავარწმუნო ისინი, ერთი არ ცვლის მეორეს და ორივეს თავისი დანიშნულება აქვს. ნიმუშად გამოვიყენებ ყველა ჩემს ხელთ არსებულ ორიგინალური წიგნის ნიმუშებს , ინტერნეტში მოძიებული ხელნაწერების და სხვა წიგნების სლაიდ შოუს.სიტყვიერად გავაცნობ ბავშვებს , რომ ჩვენი წინაპრებისათვის წიგნი დიდი განძი იყო, მათ უბით უტარებიათ "ქართული სიტყვის კონა", ხელიდან ხელში უგოგმანებიათ უკვდავი "ვეფხისტყაოსანი", სალოცავ წიგნად გაუხდიათ "დედა ენა" და ჩვენც უნდა გვესმოდეს , რომ წიგნია სწორედ სიბრძნის წყარო, ის არის ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის საცავი და უნდა გვიყვარდეს ის ისევე , როგორც ჩვენს წინაპრებს, თორემ ჩვენი კვალი არსად დარჩება და მომავალი თაობა მივიწყების ფერფლს მიაყრის "უწიგნურ "წინამორბედებს, ამიტომ გვიყვარდეს წიგნი სინათლისა და სიბრძნის დიდი სავანე!

მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა წიგნებს, მოაწყობენ გამოფენებს "ჩემი საყვარელი წიგნი",აქტიურად ჩაებმებიან სასკოლო ბიბლიოთეკაში, გაიმართება ჯგუფებს შორის დისკუსია, მოეწყობა მათთვის საინტერესო წიგნების განხილვა,ჩატარდება კონკურსი " ვინ რამდენი წიგნი წაიკითხა და რატომ".

მოსწავლეები გაიღრმავებენ კომპიუტერთან ერთად ცოდნის დონეს, მოიძიებენ მეტ ინფორმაციას და სხვებსაც ჩართავენ ამ საინტერესო მუშაობაში.

სასწავლო პროექტის მსვლელობა

1 თემის შერჩევა

2 საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება

3 პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში

4 ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება

5 აქტივობების განხორციელება

6 პროექტის პრეზენტაცია

7 პროექტის შემაჯამებელი შეფასება